დიან ღურწკაია პირველად მე ავიყვანე სცენაზე, ამის შესახებ, მომღერალი, ირმა სოხაძე ტელეკომპანია „იბერიას“ გაცადაცემა „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ საუბრობს.
„დიანა მე ვიპოვე, უსინათლოთა სკოლაში სწავლობდა და იქ ჟიურიში ვიყავი. 9 აპრილის „ტიტების“ კონცერტზე დიანა გამოვიყვანე დიდ სცენაზე და იქ ვამღერე. ყველგან ამბობს დიანა, რომ მე ირმამ მიპოვა და გამომიყვანა სცენაზე. დიანა ძალიან კარგი გოგონაა, ძალიან პატრიოტი, ძალიან გულატკიებული თავის ქვეყანაზე, მაგრამ მოდით რა რეალობას შევხედოთ, დიანა არ არის საქართველოს მომღერალი, ის ცხოვრობს რუსეთში, ის მოღვაწეობს მოსკოვში და მისთვის დიდი პატივია, როდესაც მოსკოვში მისი პრეზიდენტი, ინაუგურაციაზე იწვევს. დიანაზე ნუ შევიხოცავთ ხელებს და ნუ ვიტყვით, რომ მან დიდი საშინელება ჩაიდინა ინაუგურაციაზე მისვლით. დიანა დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში, ამით ბევრი რამე არის ნათქვამი“ - საუბრობს ირმა სოხაძე.