"ახალგაზრდა ბიჭი იჯდა მარიხუანას გამო, დიაბეტის გამო კომაში ვარდებოდა, დღემდე მტკივა, რომ პრეზიდენტმა არ შეიწყალა..." - მაია ნიკოლაიშვილი

21:47 05-08-2018
168

დამოუკიდებელი ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ერთ ფაქტს იხსენებს, როდესაც პატიმარი უკიდურეს მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის მხრივ და პრეზიდენტმა არ შეიწყალა.

როგორც ნიკოლაიშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა, ჯერ კიდევ მაშინ განიხიბლა პრეზიდენტის უსამართლო შეწყალებების მიმართ. 

"ძალიან განხიბლული ვარ პირადად პრეზიდენტით, თუნდაც ეს შეწყალებების თემა. ისეთი ადამიანები მიანხავს შეუწყალებლები... გვარს არ ვიტყვი, დღემდე მტკივა ერთი პატარა ბიჭი ბექა, რომელიც არ შეიწყალეს. ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იჯდა მარიხუანას გამო, კომაში ვარდებოდა, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.  მისი თანასაკნელები თუ შეამჩნევდნენ, რომ ციტა მეტხანს ეძინა, ხვდებოდნენ, რომ კომაში იყო. ექსპერტიზა ჩავუტარე, არ გადაუვადეს და პრეზიდენტის სამართლიანობაში მაშინ განვიხიბლე", - განაცხადა ექსპერტმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე