დავით სერგეენკო: "კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა"

11:53 05-09-2018
101

არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. დავით სერგეენკო ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. 

"მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან",- განაცხადა სერგეენკომ.