მამამ წლინახევრის გოგონა მძევლად აიყვანა - შტურმით დასრულებული სპეცოპერაცია (ვიდეორგოლი)

12:43 05-09-2018
1554

რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ტულის ოლქში, გუშინ ღამით, ინციდენტი დაფიქსირდა. 

საინფორმაციო სააგენტო vesti.ru-ს წყაროს ცნობით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, მეუღლესთან სკანდალის შემდეგ, წლინახევრის ბავში მოიტაცა და მძევლად აიყვანა. მამაკაცი, მის გოგონასთან ერთად,  საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა. 

მეუღლე, რუსეთის გვარდიის მეომრებს დაუკავშირდა, რომლებმაც, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, სპეცოპერაცია განახორციელეს და შტურმთ აიღეს სახლი. 

სკანდალის მიზეზი, მეუღლესთან უკმაყოფილება გახდა. ტულის ოლქის, სოფელ ხრუშჩევოს მაცხოვრებელმა, 30 წლის ქალბატონმა, მეუღლეს განუცხადა, რომ მასთან გაყრას აპირებს და ნივთების ჩალაგება დაიწყო, რის შემდეგაც, მეუღლემ, საკუთარი, წლინახევრის გოგონა, მძევლად აიყვანა და სახლში ჩაიკეტა -  განაცხადა, რომ სანამ ცოლი არ დაუბრუნდებოდა, გოგონას არ დააბრუნებდა. 

ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ მყოფმა ბავშვის მამამ, მას შემდეგ, რაც მის სახლთან პოლიციელები დააფიქსირა, მუცლის არეში, ცივი იარით ჭრილობა მიიყენა. 

საბედნიეროდ, გოგონას საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცს, პოლიციელებმა, სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საოპერაციოდ, კლინიკაში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, მამაკაცს, სისხლის სამართლის  დანაშაულის მუხლით, გაასამართლებენ. 

იხ. ვიდეორგოლი: 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე