ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში თავსგადამხდარ სასაცილო ისტორიასთან დაკავშირებით წერს.
როგორც სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ის უცნობ ქალბატონს სხვა ადამიანში აერია.
"მარკეტიდან მოვდიოდი სახლისკენ პარკებით, დემეტაკა ვიღაც ზომიერად ფერხორციანი ქალი ცეცხლი ჭამე შენო. ამ ბოლო დროს ჭიაღუების შემოსევა მაქვს და ვიფიქრე ვიღაც მანდედან არისთქვა და სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი, უიუი შემეშალა შვილოო. შიშით ისიც ვეღარ ვკითხე, ვინ გეგონეთქო არ გადაიფიქროსმეთქი და მოვძუძგე ჩემი პარკებიანად. მაგარ დღეში ვარ მოკლედ, ამეკიდება ვიღაცა, ტვინს გამიბურღავს, მერე ფულს მთხოვს და რო მივცემ დიდი მადლობა ქალბატონო ეკაო მეუბნება, ეხლა დამწყევლეს სხვის სახელზე ამ საცხრამაისოდ :// ფაქ გუგული რა!", - წერს სარიშვილი.