კანის 71-ე კინოფესტივალი ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფილმის ჩვენებით გაიხსნა (ვიდეორგოლი)

16:25 05-09-2018
329

კანის 71-ე ფესტივალი, რომელიც 10 დღის განმავლობაში კინოფესტივალს მასპინძლობს, რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმის Evrybody Knows-ის ჩვენებით, 8 მაისს გაიხსნა, სადაც მთავარ როლებს, პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი ასრულებენ.

წითელ ხალიჩაზე, ფილმის მთავარი გმირებთან ერთად, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ჟიურის წევრები პოზირებდნენ.

კანის ფესტივალის სტუმრებს შორის, წიტელ ხალიჩაზე პოზირებდნენ კრისტენ სტიუარტი, კეიტ ბლანსეტი, ავა დიუბერნეი, ლეა სეიდუ, ჰავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი, ჯულიანა მური, ჰლოია სევინი, მოდელი, ჯორჯია მეი ჯაგერი, იზაბელა აჯანი, ბენისიო დელ ტორო, ფან ბინბინი და სხვები.

წარმოგიდგენთ, კინოფესტივალის ჟიურის წევრებს: კრისტენ სტიუარტი, ჩანგ ჩენი, ავა დიუვერნეი, დენი ვილნევი, კეიტ ბლანშეტი, რობერტ გედიგიანი, ჰადია ნინი, ანდრეი ვზიაგინცევი და ლეა სეიდუ. 

იხ ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე