"ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.
როგორც დეპუტატი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში აცხადებს, არ უთქვამს, რომ ტკბილეულის ფასი უნდა გაიზარდოს.
"ასე არ მითქვამს. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები. თუ უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია ნუ დალევენ შაქრიანს", - აცხადებს დეპუტატი.