"რას ედავებით ოქუაშვილის ქალბატონს?" - ნატო ჩხეიძე შალვა ნათელაშვილს

19:01 05-09-2018
398

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილის იბერიის გადაცემაში ფაბრიკა სტუმრობისას, გადაცემაში მოულოდნელად  პატრიოტა ალიანსის წევრი ნატო ჩხეიძე (ოქუაშვილი) მივიდა და შალვა ნათელაშვილს კითხვა დაუსვა:

რას ედავებით ოქრუაშვილის ქალბატონს? თქვენი ფრაზა გავიხსენე ერთ-ერთი ეთერიდან, რაზეც ნათელაშვილმა არაპირდაპირი პასუხები გასცა ჩხეიძეს:

უდიდესი პატვისცემა გვაქვს როგორც ქალბატონის, საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკური მოღვაწის ჯერ ვერ ვიტყვით, უნდა ჩაიაროს უფლებამოსილების ვადამ პარლამენტში და ალბათ გამოჩნდება თქვენი მუშაობის შედეგი, რაზეც ნატო ჩხეიძემ განუცხადა, რომ უკვე მეორედ არის პარლმანეტში წარმოდგენილი. შალვა ნათელაშვილმა კი ასე უპასუხა: გილოცავთ, ღემრთი სამობით არის, იმედია მესამედაც გახდებით. დავა თქვენთან არ გვაქვს, ჩვენ ვართ მსხვილი ოლიგარქიის წინააღმდეგი, შესაბამისად, თქვენი მეუღლის მიმართ დიდი პოლიტიკური სიმპატიებით არ ვართ განწყობილი. 

ნატო ჩხეიძემ კი ის პერიოდი გაახსენა, როდესაც ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, შესაბამისად ტელეკომპანიაზე ზეწოლა იყო:

აქ რომ ვათენ-ვაღამდებდიო თქვით, დათენ-დაღამება მე არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ მოხვედით მხოლოდ, 2004 წელს, ცუდი ამბები იყო მაშინ ნამდვილად - შეახსენა ძველი დრო ნატო ჩხეიძემ შალვა ნათელაშვილს. 

ჩემი აზრით ბატონი შალვა არასწორად ფიქრობს, რომ ჩვენი სფერო არის ბიზნესი, მისი კი პოლიტიკა - განაცხადა ჩხეიძემ.

 



ავტორი: