მმართველი გუნდის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი პრეზიდენტის რეზიდენციის ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადატანას მხარს უჭერს.
როგორც რუსთავი 2-ს უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა განუცხადა, პომპეზურობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„სიმყუდროვეა ათონელზე ძალიან და ძალიან კარგი ადგილია. ტრადიციული ადგილია. ორბელიანების სასახლე იყო. ისეთ ქვეყანას როგორიც საქართველოა ასეთი სასახლე უფრო უხდება ჯერჯერობით. როცა მერე აუუუ გავხდებით რაღაც მდიდრები, ისეთი ქვეყანა როგორიც გვინდა, საითკენაც მივდივართ მერე კი ბატონო იყოს პომპეზური, გახდეს ისეთი ადგილი, რომელიც აუცილებლად შევა ტურისტულ მარშუტებში“ - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა და აღნიშნა, რომ სასურველია ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში განთავსდეს ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული დაწესებულება.