უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ნარკოპროპაგანდაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ნარკოტიკის მოხმარებაზე საზოგადოების ერთი ნაწილი ღიად საუბრობს, საუბარი ყველაფერზე ზედმეტია:
"ნარკოპროპაგანდაა პრობლემა, რომელსაც ეწევა არაერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ეწევიან ღამის კლუბის ხემლძღვანელები.
კლუბ ბასიანის მენეჯერმა, დასმულ კითხვაზე, იღებს თუ არა ე.წ "დრაგებს", უპასუხა, რომ ის იღებს სტიმულატორებს, შემდგომ კითხვაზე, რომელ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ურჩევდა იგი, ახალგაზრდებს, რომ არ მიეღოთ, ქალბატონი ნათია ორაშვილი ღიად პასუხობს, რომ რა სინდისით უნდა ურჩიოს მათ, რომ არ მიიღონ ბიო, იმ პირობებში, როდესაც კლუბური ნარკოტიკი ღირს 150-200 დოლარი" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
უფლებადამცველმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რაც მისი აზრით ნარკომომხმარებელთა რიცხვს ზრდის:
"კატასტროფულად მომრავლებული რიცხვი ნარკოტიკების მომხმარებლებისა, პირველ დაკავშირებულია იმასთან, რომ მაღალი ტრიბუნებიდან არსაიდან არ ისმის, რომ ახალგაზრდებო, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნარკოტიკი, რომ ნარკოტიკი არის დამღუპველი. როდესაც, ღამის კლუბის მენეჯერი, ხელმძღვანელი საჯარო ტრიბუნებიდან გამოდის და ღიად აცხადებს, რომ ის თვითონ არის ნარკომომხმარებელი, გნებავთ სტიმულატორების მომხმარებელი და პირდაპირ აცხადებს, რომ კლუბური ნარკოტიკების სიძვირიდან გამომდინარე, რა სინდისით უნდა უთხრას ახალგაზრდებს, რომ არ მიიღონ მათ სინთეტური ნარკოტიკული საშუალება, ე.წ ბიოს მარილები, ამის მერე კომენტარი ყველაფერზე ზედმეტია" - განაცხადა "ტავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
წამყვანის კითხვაზე, მკაცრი კანონმდებლობა ხომ არ არის ქვეყანაში და ეს ხომ არ იწვევს უხარისხო ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასე უპასუხა:
"აქ საუბარი იმაზეა, რომ როგორც ჩანს ნარკო ბიზნესს ჰყავს თავისი მფარველები და ეს მფარველები საქართველოს პარლამენტშიც შესაძლოა იყვნენ, მე მაქვს ასეთი ეჭვი და შესაძლოა ეს მფარველები იყვნენ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც" - განაცხადა გადაცემაში სტუმრობისას ლორთქიფანიძემ.