„ევროვიზია 2018“-ზე ქართველი მონაწილეები – ჯგუფი „ირიაო“ სცენაზე მალე გავა

23:22 05-09-2018
428

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში „ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ლისაბონიდან იუწყება.

დღევანდელ შოუს საერთაშორისო ჟიური აფასებს. ისინი საკუთარ ქვეყნებში არიან შეკრებილი და შოუს ბოლოს დაწერენ ქულებს, რომელიც ხვალ, მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.

ალტის არენაზე” 8 000 ადამიანი იმყოფება. ქართველი მონაწილეები – ჯგუფი „ირიაო“ სცენაზე მალე გავა.

საქართველოს არჩევანის გაკეთების საშუალება 10 მაისს მიეცემა, როდესაც ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი გაიმართება და მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენლები – ჯგუფი „ირიაო“ წარდგება.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ. მაყურებელთან ერთად არჩევანს გააკეთებს კომპეტენტური ჟიურიც. საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის. ფინალში მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი.

ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

ავტორი: