თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის, შსს-ში 46 შეტყობინება შევიდა

10:59 05-10-2018
289
თეგები: თამბაქო

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 1-8 მაისის ჩათვლით 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დააჯარიმეს. კანონის ამოქმედებიდან 1 კვირაში შსს-ში 46 შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

4 მაისს ქუთაისის ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის გამო ორი ადამიანი დააკავეს კიდეც.

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.