ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

13:29 05-10-2018
415

დიღომში მდებარე ძიუდოს ფედერაციის ოფისთან შეკრებილები არიან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები. მათი თქმით, პროცესები, რომელიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყო, მართულია. შეკრებილების თქმით, ისინი სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ მოქმედ პრეზიდენტს.

„ეს ხალხი ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილის მოქმედებები, ზოგადად ძიუდოს ფედერაციის პოლიტიკა არის გამართლებული. ეს ადამიანები ამას აფიქსირებენ მშვიდობიანად, ჩვენ ამას ოჯახში ვაფიქსირებთ და არსად სხვაგან,“- განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა.

პარალელურად კი, ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იმართება. 49 დელეგატიდან 43-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა, შესაბამისად, კვორუმი შედგა.