პეკინზე სამარშუტო ტაქსი ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა

13:58 05-10-2018
1125

პეკინის გამზირზე სამარშუტო ტაქსი ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა.

როგორც პრაიმტაიმს სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულს ზედაპირული დაზიანებები აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, დიღომში გადაყავთ.

პრაიმტაიმი შსს-ს კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე