"Victoria's Secret"-ის სუპერმოდელი მირანდა კერი და მილიარდერი ევან შპიგელი მშობლები გახდნენ

14:29 05-10-2018
575

სამოდელო სააგენტო Victoria's Secret Angel--ის ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი და ბიზნესმენი, ევან შპიგელი, საერთო შვილის მშობლები გახდნენ. მირანდას ვაჟი, 7 მაისს, 23:53 წუთზე, მოევლინა ქვეყანას. 

ვერ აგიღწერთ, როგორი ბედნიერები ვართ! მირანდა, თავს მშვენივრად გრძნობს. ფლინი, გახარებულია, რომ უფროსი ძმა გახდა. მადლობა, ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის - განუცხადა შპიგელმა ინტერვიუში, ჟურნალ People-ს.

35 წლის მოდელმა და მილიარდელმა, შვილს, ევანის ბაბუის საპატივცემლიოდ, მისი სახელი - ჰარტი დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ მირანდასთვის, ეს მეორე შვილია - ორლანდო ბლუმთან, მას ვაჟი, ფლინი ჰყავს. ევანისთვის კი, ჰარტი, პირველი შვილია.  

კერი და შპიგელი, 2015 წლიდან ერთად არიან. ერთი წლის წინ კი, მილიარდერმა და სუპერმოდელმა, ლოს-ანჟელესში, იქორწინეს. ევან შპიგელი, ჟურნალ Forbes-ის  სიაში, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად სახელდება. .   

იხ ფოტოები: 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე