ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარლუი განყოფილების ხელმძღვანელი "თბილისელებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "მეფედრონის", იგივე "აბაზანის მარილის" მომხმარებლებში არის შემთხვევები, როდესაც მათ უჩნდებათ სურვილი, შეჭამონ საკუთარი გარემოცვიდან ვინმე.
"ერთეულების სახით ასეთი მითითებებიც გვხვდება. ზომბად ადმაიანს ლტოლვა აქცევს. დაუოკებელი ლტოლვა აბსოლუტურად უვიწროებს ცნობიერებას და მისი ფიქრები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ ნარკოტიკის მოპოვებისკენ, რაც ადგმევინებს ყველანაირ ნაბიჯს. აბსოლუტურად შესაძლებელია, სახეც მოაჭამოს, მოკლას კიდეც და ყველა უმსგავსობა ჩაიდინოს, რომ მისთვის სასურველი დოზა მოიპოვოს", - ამბობს ნარკოლოგი.
მისი თქმით, საქართველოში 2011 წელს ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სიხშირის თვალსაზირისთ, მეოთხე ადგილზე იყო, მერე შემცირდა და 2014-2015 წლებში აქტიურად გამოიყენებოდა "აბაზანის მარილის" სახით.
"იყო ზედოზირებები და ლეტალური შედეგებიც. ძალიან ხშირია სუიციდის მცდელობები, რადგან მეფედრონი სუიციდისკენ მიდრეკილებას იწვევს", - აცხადებს ნინო გონგლიაშვილი.