პრემიერი: "საქართველოში ავიაინდუსტრიის გაცოცხლების დღეა" - თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა

14:47 05-10-2018
97

თბილისში, ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო:

"ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის გაცოცხლების დღე" - განაცხადა პრემიერმა.

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია. საპატრნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)

ფონდის ინფორმაციით, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის შემდეგ, ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. 

პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის 1 ივლისს დაიწყო.  

ავტორი: