"სასოწარკვეთილი დიასახლისების" 43 წლის ვარსკვლავი დედობისთვის ემზადება - ევა ლონგორიამ მშობიარობის წინ ტრადიციული საღამო "baby shower"-ი მოაწყო

16:46 05-10-2018
456

ამერიკელი მსახიობი და მოდელი, სერაილის სასოწარკვეთილი დიასახლისების მთავარი როლის შემსრულებელი, ევა ლონგორია, 43 წლის ასაკში პირველად, დედობისთვის ემზადება. მაისის ბოლოს, მსახიობი და მისი მეუღლე, ხოსე ბასტონი, მშობლები გახდებიან. 

მშობიარობამდე, რამდენიმე დღით ადრე, ევამ, მომავალი ვაჟიშვილის დაბადების საპატივცემლოდ, ტრადიციული საღამო - baby shower-ი მოაწყო, სადაც მომავალმა დედამ, უამრავი საჩუქრები და სიურპრიზები მიიღო. 

მსახიობის მოკრძალებული თხოვნით, სტუმრები, სპორტიულ ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, ხოლო ევას, თეთრი ფერის მაქმანებით გაწყობილი, კაბა ემოსა. 

დღესასწაულს , ყვავილები, ყვითელი ფერის საჰაერო ბუშტები და ტკბილეული წარწერით პატარა ბასტონი(Baby Baston)-ის დეკორაციები ამშვენებდა.

ევას და მის მეუღლეს, ახლო მეგობრებმა, უდიდესი სიხარული და სიამოვნება მიანიჭეს. მათ შორის იყვნენ მელანი გრიფიტი, ელისაბედ ბენქსი, როზალინ სანჩესი და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე