უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გამო, ბინადრობის შესახებ კანონში ცვლილებები შევა - პრემიერი

17:00 05-10-2018
161

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, უცხოელების ბინადრობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ  მქონდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის მინისტრთან ერთად, ეს საკითხი ცდება მთავრობის პრეროგატივას, ეს არის სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ მე და იუსტიციის მინისტრმა და ასევე ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე უსაფრთხოების  სამსხურის უფროსი ესწრებოდნენ ამ განხილვას. იუსტიციის  სამინისტრო დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის  დამატებითი მექნიზმების შემოღება გახლავთ. აღნიშნული ცვლილებები, უცხოელებზე დროებითი ბინადრობის  მოწმობის გაცემის პრიოცედურაში სიახლეს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი, უცხო  ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და ეს ზოგიერთი სამწუხაროდ ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ" - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ბინადრობის უფლების მოპოვებაზე უცხოელების მხრიდან და კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა:

"პრაქტიკაში, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს, ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილებით მიმდინარე საქმის წარმოების მოტივიტ. ამის სემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, აგრეთვე, იღებს მოკლევადიან  სეკატიორის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართავს. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, უკვე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება შემდეგი რეგულაცია: საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელი ბოლო ათი  წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, დღეს ეს  ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს  საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს დროებითს, და არა მუდმივ ნებართვას" - განმარტა კვირიკაშვილმა.

ავტორი: