მტკვარში ადამიანს ეძებენ

11:11 05-11-2018
116

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოქალქემ შეატყობინა, რომ მტკვარში სავარაუდოდ ადამიანი გადახტა. 

როგორ პრაიმტაიმს უწყებამ განუცხადა, მოქალაქე, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ განაცხადა, დარწმუნებული არ არის, რომ ადამიანი ნამდვილად გადახტა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მითითებულ ადგილას სამძებრო სამუშაოებს მაინც აწარმოებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფიც.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ავტორი: