დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ მარგარეტ რივერში სამი ბავშვისა და ოთხი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ABC-ის ცნობით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილას ორი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
როგორც პოლიცია ამბობს, გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. მათი ვარაუდით, ერთ-ერთმა მოზარდმა ჯერ სხვები დახოცა, ბოლოს კი თავი მოიკლა.
სამართალდამცველებმა შეტყობინება გამთენიისას, ამავე სახლიდან მიიღეს.