საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის მიერ არჩეულ ახალ პრემიერს - ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.