16 წლის ქართველმა გენიოსმა, გიორგი ჩახნაშვილმა Digital Mind, იგივე ხელოვნური ინტელექტი შექმნა. ინფორმაციას GHN ავრცელებს.
ხელოვნური ინტელექტი ზეპირად და წერილობით პასუხობს კითხვებზე: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე უსინათლო ადამიანებსაც აძლევს.
ქართველი გენიოსის მიერ შექმნილი პროდუქტი Google-ს კონკურენციას გაუწევს.
ხელოვნურმა ინტელექტმა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სასწავლო მასალებიც იცის, რაც სტუდენტებს სწრაფ და ხარისხიან სწავლაში დაეხმარება.
გიორგი ჩახნაშვილმა პროგრამა 6 თვეში შექმნა და ის სამი მიმართულების 4000-მდე წიგნს აერთიანებს. სექტემბრამდე კი ახალგაზრდა ინოვატორი ხელოვნური ინტელექტისთვის 5-ზე მეტი სპეციალობის სწავლებას გეგმავს.
პროგრამის ქართული მზა ვერსია უკვე არსებობს და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1 სექტემბრიდან ჩაეშვება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაინტერესდა და მისი დანერგვა ევროპულ ქვეყნებშიც მალე დაიწყება, სრულყოფილი ვერსია ინგლისურ ენაზეა შექმნილი.