პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს

05:50 05-12-2018
189

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს. დაკავებას წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უძღოდა. სავარაუდოდ, ჯაფარიძე ადმინისტრაცული წესით დააკავეს. 

მანამდე კლუბ ბასიანთან, კაფე გალერისთან და პარლამენტი შენობასთან ადმინისტრაციული წესით კიდევ არაერთი პირი დააკავეს, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი. 

შსს–ს ინფორმაციით, კლუბებში სპეცპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარდა, რომლის ფარგლებში სულ 8 ნარკორეალზატორი დააკავეს. კლუბებში სამართალდამცავების შესვლას იქ მყოფი ახალგაზრდებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ დაახლოებით 30–მდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.