პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები კარვების გაშლას აპირებენ

LIVE UPDATE
125

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მისი მონაწილეები კარვების გაშლას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, დავით სუბელიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ღამით, კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე