პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მალე ქუთაისიდან შეუერთდებიან

17:50 05-12-2018
126

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მალე ქუთაისიდან შეუერთდებიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აქციაზე გაკეთდა განცხადება. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მისი მონაწილეები კარვების გაშლას გეგმავენ. 

"აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა დავით სუბელიანმა შეკრებილებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ღამით, კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე