საპატრიარქომ 17 მაისისთვის დაგეგმილ ღონიძიებებზე განცხადება გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, 10:00 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები)
11:30 საათზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან;
12:00 საათზე „ვარდების მოედნიდან“აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება; პარალელურად, ასევე 12:00 საათზე, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები
„13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი“, - წერია განცხადებაში.