პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირი ერთამანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ახალგაზრდები, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთის მათგანის თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები, აქციის მონაწილეები არ არიან.
როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, პირები დაკავებულები არ არიან, პოლიციამ სიტუაციიის კონტროლი მოახდინა.
მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: ბასიანი და გალერი სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.