"გასცეს კონკრეტულად პასუხი იმ უნამუსო ძალადობაზე, რაც ვიხილეთ" - ელენე ხოშტარია შს მინისტრს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს

12:03 05-13-2018
174

"ევროპული საქართველო" შს მინისტრს პარლამენტში მისვლისა და კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს:

„ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. შს მინისტრმა გასცეს კონკრეტულად პასუხი იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. როდესაც ესეთი ჩავარდნაა, პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ავტორი: