მთავრობის კანცელარიასთან თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციები ხვალაც გაიმართება.
იმ თორმეტი ახალგაზრდის დაღუპვა, რომლებიც დაიღუპნენ, ნარკოლიბერალიზაციის შედეგია - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე.
მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: ბასიანი და გალერი სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
გუშინ, პროტესტის ნიშნად, თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: ჩვენი თავისუფლებისათვის. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ ეტაპზე აქცია აღარ მიმდინარეობს, თეთრი ხმაური გეგმებს საკუთარ ოფისში აწყობს.