აა, ფეხებით დგომა კი და ცეკვა არა? - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე აქციის მონაწილეზე

13:27 05-13-2018
4937

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, "პრაიმტიამი" ფოტოს და კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: 

"პოლიტიკურ აქციებზე აქ დამდგარ ბრბოს რატო არ აპროტესტებდით. აა, ფეხებით დგომა კი და ცეკვა არა? კაი ❗️ Sesily Bochoidze მადლობა ფოტოსთვის❤️" - წერს ჟორჟოლიანი.

პარასკევს ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

გუშინ, პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე 9 აპრილის მემორიალზე ავიდა და იცეკვა, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ტელეწამყანის მიმართვა.



ავტორი: