მონუმენტზე ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი - აქციის მონაწილე

17:12 05-13-2018
5257

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც გუშინ მემორიალზე ცეკვავდა აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

"მონუმენტზე ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი, იმდენად წრფელი და სუფთა გულით გავაკეთე, ის რაც გავაკეთე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ვინმეს შეურაცხმყოფელი იქნებოდა. აქ მხოლოდ იმისთვის ვდგავართ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული. ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, 9 აპრილს, ჩვენი თანამოქალაქეები, სწორედ იმისთვის იბრძოდნენ, რომ კიდევ უფრო უკეთესი ქვეყანა გვქონოდა. ნუ შეგვიშლით, ხელს დაგვიდექით გვერდში" - განაცხადა აქციაზე იმ მონაწილე გოგონამ, რომელიც გუშინ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა, რის გამოც საზოგადოების დიდიმა ნაწილმა იგი გააკრიტიკა.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

გუშინ, პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

გვიან, ღამით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მათი აღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კარვები აიღეს.

აქციის მონაწილეებმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ოფისში ახალი გეგმების დასალაგებლად გადაინაცვლეს. 

დაახლოებით, 15:00-დან აქცია პარლამენტის წინ კვლავ განახლდა.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იმართება კონტრაქცია.

ავტორი: