ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატების ნაწილს საქმის მასალები უკვე გადასცეს. ადვოკატები საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ, რადგან მათ გაუთქმელობას მოაწერეს ხელი.
მათი თქმით, საქმე საკმაოდ დიდი მოცულობის არის, 3 ტომიან საქმეს აუდიო და ვიდეომასალა ერთვის თან.
დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, რადგან საქალაქო სასამართლოში საქმეები უკვე შესულია. პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარის განმარტებით, აპირებენ, რომ სასამართლოს გირაო შესთავაზონ.