რუსთაველის გამზირზე ქაოტური და დაძაბული მდგომარეობაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე, შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც. სავარაუდოდ, საჭიროების შემთხვევაში აქციას წყლის ჭავლის გამოყენების საშუალებით დაშლიან.
როგორც ადგილიდან "პრაიმტაიმის" კორესპოდენტი იუწყება კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით ასაფეთქებელი ისროლეს.