როგორც "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, კონტრაქციის წევრების დაპირისპირების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, ოპერატორს ხელი აქვს ამოვარდნილი.
პოლიციამ კონტრაქციის დაახლოებით ათამდე მონაწილე დააკავა.