მოძრაობა "თეთრი ხმაური" აქციის დროებით შეწყვეტას და შს მინისტრთან თანამშრომლობას გეგმავს

00:48 05-14-2018
149

აქციის ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს შს მინისტრის ბოლო სიტყვის შემდეგ მიმართა და დროებით დაემშვიდობა:

"ეს აქცია დღეს არ დაგვიწყია და არც ვაპირებთ, რომ ხვალ დავასრულოთ, თუ არ მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი პროტესტი იქნება ლეგიტიმური ყოველთვის, ჩვენი მოთხოვნები იქნება ლეგიტიმური, თუ კი არ შესრულდება, დანაპირები და გავაგრძელებთ პროტესტს, ერთ კვრირიან ვადას ვიღებთ, რომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შაბათს, წინასწარ ვაანონსებთ აქციას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვითანამშრომლოთ, ვნახოთ როგორი კონსტრუქციული იქნება დაპირებები, რომელიც მივიღეთ და მოვიქცევით შესაბამისად.

გვაქვს გამოწვევა საზოგადოებრივ აზრთან, მიდის ანტიპიარი. მე მინდა გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშაოთ აქტიურ კამპანიებზე, იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაგონოთ თუ რა გვინდა და რისთვის ვიბრძვით. რომ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ. საბოლოო გამარჯვებისთვის ხმაური! ჩვენ არ დავნებდებით!" -  ამ სიტყვებით დაემშვიდობა დროებით "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი აქციის მონაწილეებს.

ავტორი: