"გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით..." - მამუკა ბახტაძე

11:53 05-14-2018
139

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, მთავრობა კომპრომისებს არ დაუშვებს.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, მინისტრის თქმით, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ. 

"გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენი მიდგომა იქნება მაქსიმალურად ტრანსპარენტული. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტანდარტი ამ კუთხით დასამკვიდრებელი, მაგრამ რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და ეს არის სწორედ საზოგადოების დაკვეთა. კომპრომისი ვერ იქნება, როცა საქმე ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების შეცვლასთან, მხარდაჭერასთან", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე