ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ დაკავებული პირები ნარკორეალიზაციას კლუბში ახდენდნენ. საქმეს ოთხი მოწმე უკვე ჰყავს: "ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის ინფორმაციით, საქმის დახურვა არ იგეგმება. დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. რვავე დაკავებულის სასამართლო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. დარბაზის სიმცირის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საზოგადოებისა და მედიის ნაწილმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა.
ნინო რაზმაძე