"BBC" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე - პროტესტი სპეცოპერაციის მიმართ და აქციის მონაწილეების ცეკვა ცენტრალურ პროსპექტზე

13:32 05-14-2018
703

ქ. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, 13 მაისს, 15:00 წუთზე, გაიმართა აქცია, სადაც  ათასობით ადამიანმა, გააპროტესტა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაგეგმილი, დედაქალაქის, ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბებში, განხორციელებული სპეცოპერაცია. 

საინფორმაციო წყარო bbc-ის ცნობით, სპეცოპერაცია, დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბებში Bassiani-ში და Gallery-ში, 11 მაისს, ღამის 11 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მშვიდობიანი მოსახლეობა კლუბების წინ, მთელი ღამის განმავლობაში, აპროტესტებდა,  პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ სპეცოპერაციას.

აქციის მონაწილეებმა, დილის 4 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. 

ის, რაც გუშინ მოხდა, ეს არ იყო კლუბების მიმართ განხორციელებული დარტყმა, ეს არ იყო, ორგანიზაცია თეთრი ხმაურის და იმ ჯგუფების წინააღმდეგ  განხორციელებული ოპერაცია, რომლებიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვიან. ეს იყო დარტყმა, ყველა ჩვენგანის მიმართ, ეს იყო, საქართველოს დემოკრატიის მიმართ განხორციელებული სპეცოპერაცია - აცხადებს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, ბექა წიქრიშვილი.    

აქციის მონაწილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. ასევე მოითხოვდნენ, იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც კლუბებში ჩატარებული, სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ და კლუბების მიმდებარედ, აქციაზე, ათეულობით ადამიანი დააკავეს. საქართველოს შსს განცხადებით, ახალგაზრდები, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ამ ეტაპზე, დაკავებული პირები, უკვე გათავისუფლებულები არიან. 

საქართველოს შსს, აცხადებს, რომ სამართალდამცავები, 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, იმ ადამიანების დასაკავებლად, რომლებიც კლუბებში, ეჭვმიტანილები იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობაში. პოლიციელების მხრიდან, სპეცოპერაციის განხორციელების მიზეზი, ნაკოტიკული საშუალებების მიღების შემდეგ, რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება გახდა. 

მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზატორების განცხადებით, სპეცსამსახურები,  მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და ნიდაგს ამზადებდნენ, ხოლო პოლიციელებმა, ქართული კლუბების ბასიანის და გალერის მიმართ, რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, სპეცოპერაცია განახორციელეს. 

წყარი: https://www.bbc.com/russian/news 

იხ ვიდეორგოლი:

 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე