სპეცოპერაციის დროს დაკავებული კლუბ გალერის ყოფილი დაცვის წევრი, ვიქტორ ჟამუტაშვილი, იგივე ვიტო, სასამართლოს გირაოს 5 ათას ლარს სთავაზობს.
ბრალდებულმა მოსამართლეს ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
მყავს შვილი და მეუღლე, რიმელსაც ჩემს მეტი არავინ ჰყავს და იქნებ ეს გაითვალისწინოთ საქმის განხილვისას. მე სასამართლოს 5 ათას ლარს ვთავაზობ. ამ თანხას ვასახელებ, მაგრამ სასამართლომ თვითონ განსაზღვორს თანხის ოდენობა“, - განაცხადა ბრალდებულმა.
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა. უფრო ზუსტად კი ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დაკავებულები არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე.
ნინო რაზმაძე