ირინა სარიშვილი, პარლამენტის შენობის წინ გამართულ, გუშინდელ აქციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ეხლა უფრო გასაგები ენით:
შსს მინისტრი იხდის ბოდიშს, დანაშაულზე, რომელიც მისი ხელმძღვანელობით, ამ სტრუქტურამ ჩაიდინა და დებს პირობას, რომ გადახედავენ ნარკოპოლიტიკას.
შსს სპეცრაზმის და შსს მინისტრის თვალწინ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით, ბობოქრობს და იმუქრება, ე.წ. ნეო–ნაცისტთა ჯოგი და მისთანანი და ამაზე, არანაირი რეაქცია, გარდა იმისა რომ ამ ხროვას, ძლივს აკავებს სპეცრაზმი, შსს მინისტრს არ აქვს.
ამ ყველაფრის შედეგი:
უზარმაზარი ახალგაზრდული მუხტი, ჩამქრალია;
ამის შემდეგ ყველა აქციას, რომელიც რაიმე პროგრესისკენ იქნება მიმართული, მომყოლად ეყოლება ეს ზემოთ ხსენებული ჯოგი, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, არსებული მთავრობა მართავს და იყენებს.
დასკვნა: ყველაფერს სჭირდება თავი! ამ ახალგაზრდებს სჭირდება, გვერდით დგომა და არა უფროსი თაობის მხრიდან, ლანძღვა–გინების კორიანტელი, რათა ვერავინ შეძლოს, მათი მოტყუება, ან არასწორი გზით წაყვანა.
წერტილი" - წერს ირინა სარიშვილი.