2017 წლის შემოდგომაზე, როცა მომღერალი ქეთა თოფურია, ყოფილ ქმარს, ლევ გეიჰმანს გაეყარა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას, 38 წლის რეპერთან, ალექსეი დოლმატოვთან სასიყვარულო რომანი აკავშირებდა - წყვილმა, ინსტაგრამზე, ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან უამრავი გამოხმაურება მოყვა.
რამდენიმე დღის წინ კი, გუფიმ, ინსტაგრამზე, ფოტო ატვირთა, სადაც ქეთასთან ერთად ნახევრადშიშველი პოზირებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ ისინი, მხოლოდ მეგობრები არ არიან.
გუშინ, ქეთამ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც რეპერი სიყვარულში გამოუტყდა - როგორც ჩანს საქმე სერიოზულად არის.
ცოტა ხანში, გუფმა ინსტაგრამზე ვიდეორგოლი ატვირთა, სადაც ჩანს, რომ წყვილი, ტატუ-სალონისკენ მიიჩქარის.
იხ. ფოტოები: