სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება - გია გაჩეჩილაძე

12:14 05-15-2018
110

"მწვანეთა პარტიას" ნარკოპოლიტიკაზე მკაცრი პოზიცია აქვს, ამის შესახებ ჟურნალისტებს "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ განუცხადა:

"ყველას ვთხოვ, წაიკითხოს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენცია, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. იქ პირდაპირ წერია, რომ პირველ კატეგორიაში, ანუ უმძიმეს ნარკოტიკებში გადის, როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე მარიხუანა და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, აქ რეალიზაციაზეა საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მომხმარებელი პატიმრობით არ დაისაჯოს, მას მკურნალობა სჭირდება და უნდა ჩაითვალოს როგორც დაავადებული ადამიანი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში, ჯიბეში და ასე შემდეგ. ჩვენ, “მწვანეთა პარტიას“ მკაცრი პოზიცია გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

ავტორი: