მიხეილ ჯანელიძე: უკრაინასთან სოლიდარულები ვართ აბსოლუტურად ყველა ფორმატში

12:28 05-15-2018
84

დაისვა კითხვა უკრაინასთან დაკავშირებულ ევროპულ სანქციებზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე იმ სანქციებზე, რაზეც ვართ მიერთებული, შესაბამისი გამოხატულებაა ჩვენი დამოკიდებულების და უკრაინასთან სოლიდარულები ვართ აბსოლუტურად ყველა ფორმატში - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

“უკრაინამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, რომელიც ფიქსირდება აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ რეზოლუციების მიღებისას. არსებობს სრული ურთიერთგაგება ჩვენსა და უკრაინას შორის იმ თანამშრომლობისა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც მომავალში უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, გეგმავს თუ არა შეუერთდეს საქართველო ევროპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

“როცა ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაუკეთოს დემონსტრირება იმას, რომ ჩვენ მართლაც პოლიტიკურად ვდგავართ ევროკავშირის გვერდზე ყველა საკითხში, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მაინტერესებს გეგმავთ თუ არა ამ საკითხის განხილვას“, - მიმართა სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს.