ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას საქმეზე პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა ადვოკატი გიორგი მახარაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროცესზე ვერ გამოცხადდა, მეორე ადვოკატი - შოთა კახიძე ბათუმში პროცესზე იმყოფებოდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 მაისს 13:30 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის თქმით, თუ შემდეგ პროცესზე ადვოკატები არ გამოცხადდებიან, მსჯავრდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
მეორე ინსტანციის სასამართლოში ის განაჩენია გასაჩივრებული, რომლის მიხედვითაც, გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თათია ცუკოშვილი