აქციებზე დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება, ეს იყო დემოკრატიული განვითარების მაგალითი - მიხეილ ჯანელიძე

12:57 05-15-2018
104

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რუსთაველზე მიმდინარე აქციები შეაფასა. მისი თქმით, ეს აქციები დემოკრატიული განვითარების მაგალითი იყო, ასევე, დაცული იყო თითოეული დემონსტრანტის უფლება:

"მინდა გითხრათ, რომ ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე, როდესაც მიტინგებს, დემონსტრაციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ ადამიანებს, როდესაც იყო აბსოლუტური გაუგებრობა ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როდესაც საქართველომ აჩვენა მაგალითი დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დონის. ჩვენ ნამდვილად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით და სანდოობის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, რომ კვირას იყო აბსოლუტურად დაცული ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მომავალში. იმედია, ჩვენ შევძლებთ ასევე იმ პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ასევე მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ავტორი: