აუცილებელია პარლამენტმა კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით, კომისია შექმნას - სერგო რატიანი

13:03 05-15-2018
128

კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით, ევროპული საქართველო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარტიის ლიდერებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

აუცილებელია და ღირსების საქმეა, რომ გამოძიებული იყოს RMG GOLD-ის და ასევე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები - სერგო რატიანი

აუცილებელია პარლამენტმა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედება და  შეიქმნას კომისია. უკვე მერამდენე წელია სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მოვლენები უნდა იყოს გამოძიებული, რასაც პარლამენტი არ აკეთებს,’’ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე