უნდა გააქტიურდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში - მარიამ ჯაში

14:29 05-15-2018
98

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ უნდა გააქტიურდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში. 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კანცენლარიაში, პრემიერთან სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა. 

მომხმარებლების მიმართ პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და შესაბიმისად უნდა გააქტიურდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება პრევენციის თვალსაზრისით. ეს ძალიან ფრთხილი საკითხია და ისეთი აქტუალური საკითხია ძალიან ფრთხილი ცვლილებების ზღვარზე უნდა გავიაროთ, მათ შორის განაკუთრებით ნარკოპოლიტიკის მიმართულებით და ის მოქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა აქამდე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით, უნდა გააქტიურდეს და მოიცვას როგორც საჯარო, ასევე კერძო და საზოგადოების უფრო დიდ მასები, - განაცხადა პარლამენტარმა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ახალი სამოქმედო გეგმის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტად მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. 

კითხვაზე, დღევანდელი შეხვედრა არის თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენების გამოძახილი, მდინარაძე ამბობს, რომ მათ შორის, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა

 

 

 

თეონა აბესაძე