ახალი, საიუბილეო მეტრომანის შეძენა მოქალაქეებს დღეიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 23, 24, 25, და 26 მაისს, საიუბილეო მეტრომანი მეტროსადგურების სალაროებში უფასოდ დარიგდება.
ესკიზის შექმნაში გამარჯვებული, რეზო მელიქიშვილია. მეტრომანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.