სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ადამიანებს ფართების დაკანონების საშუალება მიეცემოდათ, სადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეს განვიხილავთ სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის საცხოვრებლების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს. აღნიშნული პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.